კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები

მე-8 კლასის მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები იხილეთ აქ:

საბოლოო შედეგები

მე-8 კლასში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგები აპელაციის შედეგად შეიცვალა.  კომისიის გადაწყვეტილებით,  პირველი ვარიანტის N23 და მეორე ვარიანტის N18 ამოცანაში სწორ პასუხად, ასევე ჩაითვალა პასუხი ,,დ“  - ,,MNP სამკუთხედი ბლაგვკუთხაა“, რაც გათვალისწინებულია მონაწილეთა საბოლოო შედეგებში.

  

მე-8 კლასი, პასუხები, ვარიანტი I

მე-8 კლასი, პასუხები, ვარიანტი II

 

2023  წლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება 8 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.

2023 წლის მისაღები გამოცდითსკოლაში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლერომელმაც მიიღო 

55.5 ქულა და მეტი.

 

კომაროვის სკოლაში გადმოსასვლელად,  მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა  განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში  07  აგვისტოდან   25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12 სთ-დან 17:30-მდე.

 

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასურველია (დროის დაზოგვის მიზნით) გქონდეთ პირადობის დამატასტურებელი დოკუმენტის ასლიც.   

განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი (თუ, ზეპირად არ იცით, გთხოვთ, გქონდეთ ცალკე ამოწერილი) და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე  (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება). 

 განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან  სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი,  არ არის უფლებამოსილი).  

  

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ